აკაკი ზოიძე: ნებაყოფლობით პრინციპზე დაფუძნებული საპენსიო სქემები არ მუშაობენ (ვიდეო)

„ნებაყოფლობით პრინციპზე დაფუძნებული საპენსიო სქემები არ მუშაობენ“ – ასე მიმართა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელიც ამავდროულად პოპულიზმში დაადანაშაულა.
აკაკი ზოიძემ ზურაბ ჭიაბერაშვილს დამატებით განუმარტა, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ნებაყოფლობით ფორმაზე დაფუძნებული ძირითადი საპენსიო სქემა არ არსებობს.
მისივე თქმით, ნებაყოფლობითი მხოლოდ შემავსებელი და დამატებითი სქემებია.
,,ნებაყოფლობით პრინციპზე დაფუძნებული სქემები არ მუშაობენ, ის რასაც თქვენ სთავაზობთ საზოგადოებას არის ელემენტალური პოპულიზმი. პოპულიზმია თქვენი განცხადება მდიდარი პარლამენტარების და ღარიბი ახალგაზრდების თაობაზე, პოპულიზმია განცხადება იმის თაობაზე, რომ ოდესმე თქვენ ფიქრობდით თუ როგორ უნდა გაგეკეთებინათ საპენსიო უზრუნველყოფა ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ისეთი სქემებით, რომლითაც დღევანდელ დღეს იქნებოდა არა ის ორასი ლარი და არა ის პრობლემატური თემა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, არამედ ექნებოდათ ის პენსია, რომლითაც ადამიანები ელემენტალურ საჭიროებებს დაიკმაყოფილებდნენ. თავის დროზე არ გააკეთეთ და ახლა ცდილობთ, ჩვენ შეგვიშალოთ ხელი იმის გაკეთებაში, რაც ამ ადამიანებისთვის ღირსეულ მომავალს უზრუნველყოფს.’’ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები