აკაკი ზოიძე: დაგროვებითი საპენსიო სქემა ვინმეს ჯიბეში ხელის ჩაყოფა კი არა, ადამიანებზე ზრუნვაა (ვიდეო)

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აკაკი ზოიძის შეფასებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ადამიანების ჯიბეში ხელის ჩაყოფას კი არ გულისხმობს, არამედ არამედ, ადამიანებზე ზრუნვაა.

,,დაგროვებითი საპენსიო სისტემა ადამიანების ჯიბეში ხელის ჩაყოფა კი არ არის, ეს ადამიანებზე ზრუნვაა იმისათვის, რომ მათ არ მოუწიოთ იმ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდგომარეობაშიც დღევანდელი პენსიონერების დიდი ნაწილი იმყოფება, რომელთაც პრაქტიკულად არსებობისთვის ბრძოლა უწევთ“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე განმარტებით, იგი თავადვე ამოწმებს საკუთარ საპენსიო დანაზოგს, რომელიც მან, დამსაქმებელმა და სახელმწიფომ განახორციელეს.
„სახელმწიფოს როლი სწორად იმაშია, დაეხმაროს მათ, ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვთ, რომ მომავალში ჰქონდეთ ისეთივე შემოსავალი, როგორიც აქვს მდიდარ ადამიანს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუცილებელია საზოგადოებასთან კომუნიკაციის გააქტიურობა და მეტი ადამიანის მოზიდვა საპენსიო სისტემაში ჩასართავად“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები