ლევან სურგულაძე: ერთი წლის შემდეგ ჩვენ მილიარდ ლარს უნდა გადავცდეთ (ვიდეო)

„ერთი წლის შემდეგ ჩვენ მილიარდ ლარს უნდა გადავცდეთ“ – ამის შესახებ საპაენსიო სააგენტოს დირექტორმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან სურგულაძემ პარლამენტის წევრებს მომავალი წლის პროგნოზებზე ესაუბრა და აღნისნა, რომ სქემაში კიდევ უფრო მეტი დასაქმებულის ჩართვას ელოდებიან.
მისივე განმარტებით, ერთი წლის შემდეგ საპენსიო სააგენტოს შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.

,,ეს იქნება საპენსიო სქემაში ჩართული ადამიანების დიდი რაოდენობა, ეს იქნება ფონდის მოცულობა, რომელიც იქნება საკმაოდ მასშტაბური. ჩვენ ველოდებით რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენ მილიარდ ლარს უნდა გადავცდეთ და ეს თანხები იქნება ინვესტირებული ყველა საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და წესების დაცვით დივერსიფიცირებულ პორტფელში, რომელსაც ექნება კარგი ეკონომიკური სარგებელი.“ – აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.
მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს საპენსიო სქემაში თვითდასაქმებულების მინიმუმ 10% ჩაერთვება, მას შემდეგ კი რაც თითოეული მოქალაქე კარგად გაითავისებს საპენსიო რეფორმის სიკეთეებს, ბენეფიციართა ჯამური ოდენობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები