დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულთა რიცხვი ყოველ საათში იზრდება (ვიდეო)

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა პარლამენტის დეპუტატებს დაგროვებითი საპენსიო სქემის სტატისტიკა გააცნო.
როგორც ლევან სურგულაძემ აღნიშნა, საპენსიო ფონდის საერთო მოცულობა 419, 929, 602 მილიონი ლარია.
„ამჟამად, დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ 911, 897 ადამიანია ჩართული. ჯამური მაჩვენებლიდან კი კერძო სექტორის დასაქმებულების რიცხვი 737, 254 ათასი ადამიანია, ხოლო სახელმწიფო სექტორის 211, 842 ათასი. დაგროვებითი საპენსიო სქემა ჯამში 162, 103-მა დასაქმებულმა დატოვა. სქემაში ჩართული კერძო კომპანიების რიცხვი კი 58, 811 ათასია. ფონდის ღირებულება სარგებლის ჩათვლით 385, 512, 760 მილიონი ლარია, დარიცხული სარგებელი კი 9 მილიონს აჭარბებს“ – განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ლევან სურგულაძემ დეპუტატებს 2018 წლის ანგარიში წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები