ვაკეში მიმდინარე სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი შეიცვლება

17 ოქტომბრიდან თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი ნაწილობრივ შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
17 ოქტომბრის ღამის საათებში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირზე ასასვლელი ზოლი გაიხსნება, საიდანაც ტრანსპორტი სვლას გააგრძელებს მარჯვნივ, ვაკის პარკის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები