დიმიტრი ხუნდაძე: კალაძის მთელი ბიოგრაფია, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება, არის წარმატების ისტორია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე თბილისის მერის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კითხვები კალაძის ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციაა.

“თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ მან თავისი შრომით მიაღწია წარმატებას, ეს კახა კალაძეა. მთელი მისი ბიოგრაფია, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება, არის წარმატების ისტორია. წლების განმავლობაში გულშემატკივრები თვალს ადევნებდნენ, როგორც მიიწევდა ის ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი მიზნისკენ. ამ მიზანმიმართულობის გამო დაიმსახურა აღიარება და პატივისცემა. ვფიქრობ, რომ კითხვები მისი ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციაა და მეტი არაფერი. ოპონენტების ძალიან სუსტი თავდასხმა. სუსტი იმიტომ, რომ გაცილებით მაღალი წარმოდგენა მაქვს ჩვენს ამომრჩეველზე და მიმაჩნია, რომ ასეთი პრიმიტიული სიცრუით მას ვერ მოატყუებ“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები