რას წერს CNN ქართულ ხაჭაპურზე, რომელიც მსოფლიოს 50 საუკეთესო პურის სახეობებს შორის მოხვდა

რა არის პური? დიდი ხნის ფიქრი არ დაგჭირდებათ. რაც ამ სიტყვის გაგონებისას თვალწინ წარმოგიდგებათ, მეტყველებს იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან ხართ, – ამის შესახებ CNN წერს.

16 ოქტომბერს პურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტელეარხმა მსოფლიოს 50 საუკეთესო პურის სახეობის სია შეადგინა.

როგორც ტელეკომპანიასთან საუბარში პურის მკვლევარმა უილიამ რუბენმა თქვა, „პური არის ის, რასაც თქვენი კულტურა ამბობს“, „ის არ უნდა იყოს გაკეთებული რომელიღაცა კონკრეტული ფქვილის სახეობისგან“.

CNN-ის მიერ შედგენილ პურის სიაში ქართული თონის ნაცვლად – აჭარული ხაჭაპური მოხვდა.

„ხაჭაპური, რომელიც სულგუნითა და იმერული ყველით კეთდება, საქართველოში საუკეთესო ცომეულია. ის საფუარის ცომიდან კეთდება, შემდეგ მას ნავის ფორმას აძლევენ და ზემოდან ყველს და კვერცხს აყრიან. ხაჭაპურის მოყვარულებმა იციან, რომ ხაჭაპურის ბოლოები უნდა მოტეხონ და გაავლონ შიგთავსში.

ხაჭაპური არის ქართული სამზარეულოს საკვანძო ღირსშესანიშნაობა. 2019 წელს საქართველოში ხაჭაპური არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს“,-ნათქვამია მასალაში.

ჩამონათვალშია ასევე სომხური ლავაში; ფრანგული ბაგეტი; ავღანური ბოლანი; ჩილეს მარაკეტა; ჩინური შაობინგი; კუბური პან კუბაო; ეგვიპტური ლიბა; ირანული სანგაკი; იტალიური ჩაბატა; მექსიკური ტორტილიასი; რუსული კარავაი; თურქული სიმითი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები