მარატ ატამურადოვი – გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა

იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრა მარტივი არ არის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს, – ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა, მარატ ატამურადოვმა განაცხადა.
მისი თქმით, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია.
ატამურადოვის განცხადებით, კომისარიატი აქტიურად იყო ჩართული საქართველოში შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უწყება იყენებს დევნილთა განსახლების საკითხებთან დაკავშირებით.
„ჩვენი სააგენტო შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და სამინისტროსთან ერთად. გვჯერა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას გამოადგება იძულებით გადაადგილებული პირების სასარგებლოდ. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, იმ საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდა, რომელიც სამინისტრომ შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა. კრიტერიუმები გვაძლევს შესაძლებლობას, განვსაზღვროთ ის ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. რა თქმა უნდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრა მარტივი არ არის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს“, – განაცხადა გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა მარატ ატამურადოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები