გიორგი მარგველაშვილი: ეს სტატუსის დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა

აქ მარტო სიარულზე კი არ არის პრობლემა, მარტო გავლის არც შიში მაქვს არც ხიფათი, მე სტატუსის დაკნინებაზე ვსაუბრობ, ეს სტატუსის დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა, ამაზეა საუბარი, ეს გადახვევაა იმ სტანდარტებისგან, რომლებიც სხვა ქვეყნებში არსებობს, – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას დეკემბრიდან დაცვა აღარ ეყოლება.

როგორც მარგველაშვილი ამბობს, ეს გადაწყვეტილება გაგრძელებაა იმ პოლიტიკის, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ინსტიტუტს 2014 წლიდან ამცირებენ.

“515 სერიიდან არ უნდა დავიწყოთ საკითხის ანალიზი, ამ მომენტამდე, სანამ დაცვის მოხსნამდე, პენსიის არ დანიშვნამდე, ამ დეტალებამდე არსებობს 5 წლიანი გამოცდილება, რომელიც იწყება 2014 წლის იანვრიდან, როდესაც დაიწყო მცდელობა პრეზიდენტის ინსტიტუტის შემცირების, მაგალითად, იყო, რომ პრეზიდენტი სასახლეში არ უნდა შევიდეს, რომ პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებში არ უნდა დადიოდეს, რომ პრეზიდენტი ვეტოს არ უნდა იყენებდეს, რომ პრეზიდენტი თავის პოზიციას არ უნდა ახორციელებდეს, ამას “ქართულმა ოცნებამ” დაარქვა კიდეც თავისი სახელი, თურმე გამოავლინა პრეზიდენტმა ხასიათი და ასე არ უნდა იყოს. ამის გაგრძელება იყო უშიშროების საბჭოზე არდასწრება, საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩემს ინიციატივაზე არმოსვლა, იმიტომ რომ დრო არ ჰქონდათ, პარლამენტში ჩემს გამოსვლაზე არ მოსვლა, ბოიკოტის გამოცხადება და ბოლოს, უშიშროების საბჭოს გაუქმება, ამათ ცალკე რატომ ვიხილავთ? თუ ჩვენ ასეთ დეტალებს, როგორც არის დაცვა და პენსია, განვიხილავთ ცალკე, გამოდის, რომ ამნეზია გვაქვს და და პოლიტიკა სახელმწიფოებრივი კი არა, ანტისახელმწიფოებრივია.

აქ მარტო სიარულზე კი არ არის პრობლემა, მარტო გავლის არც შიში მაქვს არც ხიფათი, სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ, როგორ ივლიან, მე ამაზე არ მაქვს საუბარი, მე სტატუსის დაკნინებაზე ვსაუბრობ, ეს სტატუსის დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა, ამაზეა საუბარი, ეს გადახვევაა იმ სტანდარტებისგან, რომელიც სხვა ქვეყნებში არსებობს, ეს კომიკურია”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები