აკაკი ზოიძე: არ გაბედოთ პენსიებისა და ხელფასების მომატება – ასეთია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაცია

ეს არის ტენდენციური დასკვნა, აბსოლუტურად მიუღებელი რეკომენდაციებით, – ასე აფასებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებას, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამ ლოგიკით პენსიები ვერასდროს მოიმატებს, რადგან ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნები ტარდება.

“არ გაბედოთ პენსიებისა და ხელფასების მატება, სანამ არ ჩატარდება არჩევნები – ასეთია რეკომენდაცია. მოდით, ვკითხოთ პენსიონერებსა და დაბალხელფასიან ადამიანებს, ვისი ხელფასის მატებაზეც არის საუბარი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები