“მოღალატეობას მაბრალებთ”? – პარლამენტში გიგა ბოკერია და რომან კაკულია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ(ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც “მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს უსმენდნენ, “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი, რომან კაკულია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

გიგა ბოკერიას გაღიზიანება რომან კაკულიას სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რა დროსაც კაკულია მინისტრს სერგეი ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვას უსვამდა.

“პრინციპში, იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელიც თვლის, რომ ეს შეხვედრა იყო დაგვიანებული. ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებებით, რომლებიც რუსული ტანკი რომ დაიქოქება, მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავენ იმ წუთას. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი“, – განაცხადა კაკულიამ.

საპასუხოდ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ კაკულია მას შეურაცხყოფას აყენებდა. “მოღალატეობას მაბრალებთ? – აღნიშნა ბოკერიამ, რაზეც კაკულიამ დასძინა – “თქვენ რომ იცით შეურაცხყოფები ისეთი უნდა, თან უსაფუძვლო“.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გიგა ბოკერიას სიმშვიდისკენ მოუწოდა. “ბატონო გიგა, ქუჩაში არ ხართ“, – მიმართა ჩუგოშვილმა ბოკერიას. ამის შემდეგ გიგა ბოკერიამ დარბაზი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები