მამუკა მდინარაძე: რაღა დროს მარგველაშვილია, რა პირადი ანგარიშსწორება?

“რაღა დროს მარგველაშვილია და რაღა დროს მაგ კანონის ცვლილებაა?”, – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გიორგი მარგველაშვილს დეკემბერში, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, დაცვა აღარ ეყოლება.
“ერთი წლის წინ, რომ გადაწყვეტილება მივიღეთ იმაზე პასუხი ახლა უნდა ვაგოთ თუ რაშია საქმე? რა შუაშია, რაღა დროს მარგველაშვილია და რაღა დროს მაგ კანონის ცვლილებაა? რა პირადი ანგარიშსწორება? შარშან მივიღეთ ეს ცვლილება, სერიოზულია ეს ყველაფერი?”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები