ქანთარია ზალკალიანს: მაქსიმალური რომ კეთდება საგარეო უწყების მხრიდან, თვალსაჩინოა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ალექსანდრე ქანთარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ შვეიცარიის ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა და თუ შეხვედრის აუცილებლობა დგება, ამაზე ღიად და გულწრფელად უნდა ითქვას.

„იოლი მდგომარეობა, რომ არ არის არც მსოფლიოში და არც რეგიონში, ამას ყველანი ვხედავთ. ამ გარემოცვაში მაქსიმალური რომ კეთდება საგარეო უწყების მხრიდან, ესეც თვალსაჩინოა. მეორე მხრივ, ის ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც შიგნით მიმდინარეობს და ამ მიმართულებაშიც არაღიარების პოლიტიკა, რომელშიც თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ და ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ბეწვის ხიდზე ვიაროთ და არ შევტორტმანდეთ, თითქოს არ არის ჩვენი თანამოქალაქე ოპოზიციისთვის თვალსაჩინო”, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არის მრავალწახნაგოვანი და ეს პერიპეტიებით აღსავსე თავგადასავალი არც ახლა დაწყებულა, არც 1801 წელს, არც მე-17 და არც მე-15 საუკუნეში.

„თუ კი გვინდა შედეგებზე გავიდეთ, უნდა იყოს სრულფასოვნად სიმართლით წარმოჩენილი ეს ურთიერთობა” , – აღნიშნა ალექსანდრე ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები