თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს Bene Exclusive-ის ტაქსები მოემსახურება

დღეიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს Bene Exclusive-ის ელექტრო და ჰიბრიდული ტაქსები მოემსახურება. მგზავრობის ტარიფი, ქალაქის უბნების გათვალისწინებთ, 30-დან 40 ლარამდე მერყეობს.
აეროპორტში უკვე განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი, მძღოლი ამ ინფორმაციას სპეციალურ მონიტორზე მიიღებს, გარდა ამისა, ტრანსპორტში განთავსებულია ტაქსომეტრები, რაც სერვისის საფასურს განსაზღვრავს, იმ შემთვევაში, თუკი მგზავრი თბილისს გარეთ მიემგზავრება.
Bene Exclusive ბაზარზე 2017 წლიდანაა, ავტოპარკს Mercedes-Benz, Toyota- სა და Lexus ავტომობილები აქვს და საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ფარავს.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა TAV Georgia-მ ექსკლუზიური მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა 2019 წლის ივლისში გამოაცხადა, ექვსმა გამოხატა. მანამდე კი 2012 წლიდან დღემდე იყო Toyota Taxi.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები