პაატა სალია: ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლებს სასამართლოში სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლებს, სასამართლოში სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ, – ასე გამოეხმაურა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი, პაატა სალია ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტს.

“ნაადრევია ვისაუბროთ სარჩელის შინაარსზე, თუმცა პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ფაქტებიდან შემიძლია ერთი კომენტარი გავაკეთო. განსხვავებაა ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალის სარჩელებს შორის, იმიტომ, რომ დროში არის ძალიან დიდი განსხვავება. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10 წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ, პროკურატურისთვის მიმართვით, დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის, პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებით წარდგენილი და მათ ამ სარჩელის წარდგენა, როგორც მინიმუმ უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე,” – განმარტა სალიამ.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის წილის 60%-ის დასაბრუნებლად დღეს სასამართლოს მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები