ბექა ოდიშარია: რა სჭირს კახა კალაძეს ქონების გადასამალ-გადასაფორმებელი? საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწია წარმატებას

რა სჭირს კახა კალაძეს ქონების გადასამალ-გადასაფორმებელი? საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწია წარმატებას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარია თბილისის მერის შესახებ საინფორმაციო სააგენტო პრესა.ჯი-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

“პოლიტიკაში არსაიდან, ცალ-ცალი ჩექმით მოსული და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ჩინოვნიკი ბევრი გვინახავს. რა სჭირს კახა კალაძეს ქონების გადასამალ-გადასაფორმებელი? საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწია წარმატებას, არაერთ მსოფლიო დონის ასპარეზზე, რომელსაც ცხადია ფინანსური კეთილდღეობაც მოჰყვა. ჩვენი ოპონენტების და მათი პარტიული პროპაგანდისტული მანქანების პრობლემა ის არის, რომ ხალხზე დაბალი წარმოდგენა აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანები ნებისმიერ ტყუილს დაიჯერებენ. თუმცა ტყუილსაც უხარისხოდ ავრცელებენ”- , განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

“კახი კალაძის სიდედრმა, ნინო ჭუმბურიძე-არეშიძემ დღეს ლუბლიანაზე მდებარე ორიდან ერთი ფართი უკვე დაირეგისტრირა.

რა სახსრებით ირეგისტრირებს სიღარიბით სავსე ქალაქის მერის სიდედრი ერთ დღეში ასეთ ძვირადღირებულ ქონებას, ე.წ. საავადმყოფოების ქუჩაზე, ამის შესახებ ნინო ჭუმბურიძე-არეშიძე დუმს.

ამიტომ ჩნდება კითხვები თბილისის მერის მიერ ფულის გათეთრების შესახებ, რადგან კახი კალაძე მსგავს მაქინაციებში ადრეც შემჩნეული იყო,”- წერს presa.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები