დავით ზალკალიანი: ლავროვთან შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შემოგვთავაზა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით შედგა.

ამის შესახებ ზალკალიანმა მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა.

„გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვქონდა შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და მისი მხრიდან გაჟღერდა ასეთი ინიციატივა, რომ რატომ არ გამოვიყენოთ იმის შესაძლებლობა, რახან იმყოფები გაეროში, სადაც ყველა ყველას ელაპარაკება. იყო მოყვანილი ყარაბაღის საკითხი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს არის საუბარი მინისტრების, პრეზიედნეტბის, პრემიერების დონეზე. სხვა მაგალითებიც იყო დასახელებული, იგივე სერბეთის თემის გარშემო მიმდინარე დისკუსიები. და რატომ არ გამოვიყენოთო შესაძლებლობა იმისთვის, რომ ის თემები რასაც თქვენ აყენებთ ჩვენთან ურთიერთობის ფორმატებში იყოს პირდაპირ ნათქვამი და გაჟღერებული რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს.

ამაზე გვქონდა მსჯელობა. მე მქონდა მსჯელობა ყველა ჩვენს პარტიორთან, მათთან კოორდინაციით და კომუნიკაციით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ რატომაც არა. მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და წავედით შეხვედრაზე“, – განმარტა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები