თბილისის მერია: ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენა არ იგეგმება

დედაქალაქში ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენა არ იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“თბილისის მერია, კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით, ახორციელებს ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს. სულ დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი, ამ დროისთვის კი დაშლილი და დასაწყობებულია 9 ხიდი. წელსვე დასრულდება დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი.

დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში. მათი აღდგენა არ იგეგმება.

მომავალში, საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები