მდინარაძეს, ხაზარაძის გაჟღერებულ გახარიას წერილზე, მუხრან მაჭავარიანის ლექსი ახსენდება

მამუკა მდინარაძე: გახარიას მუქარის წერილზე“ აღმოჩენილ 120 ანაბეჭდზე – მუხრან მაჭავარიანის ლექსს ხუმრობით ალბათ, დაემატებოდა სიტყვები: “გადადიოდა ხელიდან ხელში

“გახარიას მუქარის წერილზე“ აღმოჩენილ 120 ანაბეჭდზე – მუხრან მაჭავარიანის ლექსს ხუმრობით ალბათ, დაემატებოდა სიტყვები: “გადადიოდა ხელიდან ხელში”, – ასე ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

“გახარიას მუქარის წერილზე“ აღმოჩენილ 120 ანაბეჭდზე – მუხრან მაჭავარიანის ლექსს ხუმრობით ალბათ, დაემატებოდა სიტყვები: “გადადიოდა ხელიდან ხელში” “რადგან 120 ანაბეჭდია, ლოგიკა ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ ერთ-ერთი გიორგი გახარიასი აუცილებლად იქნება. ასეთ ლოგიკურ მარაზმამდე მივდივართ და ამ ლოგიკას დარწმუნებული ვარ, შემთხვევით არ ავითარებენ, არამედ იმის საპასუხოდ, რომ გუშინ გავრცელდა ძალიან კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვითაც პროკურატურას ჰქონდა მყარი საფუძველი, რომ ამ ადამიანებს წარდგენოდათ ბრალი. აქედან გამომდინარე, დღეს ახალ თემას იგონებენ, რომ ავტორიტეტული დასკვნა გადაფარონ რამენაირად”, – განმარტა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ მუქარის“ წერილზე ლონდონიდან დასკვნა ჩამოვიდა.

მისივე თქმით, წერილზე აღმოჩენილია 120 ანაბეჭდი, რომელიც საჭიროა პროკურატურამ ბაზაში შეამოწმოს და შესაბამისი პირების იდენტიფიცირება მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები