დავით ზალკალიანი: ლავროვთან შეხვედრა დროული, აუცილებელი და საჭირო იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის განმაპირობებელი ფაქტორი იყო უკანონო ბორდერიზაციის ტალღა, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელდა.

ამის შესახებ ზალკალიანმა მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ნიუ-იორკში გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოხდა შვეიცარიის ინიცირებით და ორგანიზებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივაცია და განმაპირობებელი ფაქტორი თუ რატომ წავედით ჩვენ ამ შეხვედრაზე, გახლდათ ის ძალიან მძიმე ტალღა უკანონო ბორდერიზაციის, რომელიც განხორციელდა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ეს დაიწყო აგვისტოს დასაწყისში და ამ ხნის მერე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობდა, როგორც გუგუტიანთკარში, ისე ჩორჩანასა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ როგორც მაშინ, ისე დღესაც ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, აუცილებელი და საჭირო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები