მამუკა ხაზარაძე – პატრიარქს შევხვდი, დამლოცა და მითხრა, რომ ფრთხილად უნდა ვიყო

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, პატრიარქი ანაკლიის პორტის პროექტითა და მისი მომავლით დაინტერესდა.
“პატრიარქს მოვუყევი ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ. ანაკლიის პორტითაც დაინტერესდა. დამლოცა და მითხრა, რომ უნდა ვიყო ფრთხილად. არ დამიწყია საქართველოში არც ერთი მსხვილი ბიზნესი, რომ არ მოვსულიყავი უწმინდესთან მაკეტით და მას არ დაელოცა ჩვენი საქმე, ესაა ჩემი ტრადიცია. ყველა მათგანი დამთავრდა წარმატებით. დარწმუნებული ვარ ანაკლიაც აუცილებლად აშენდება. უწმინდესი ამბობს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე არა მარტო საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობისთვისაც”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები