სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დამტკიცდა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინაააღმდეგ წავიდა.

სუს-ის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, 2019 წლის იანვრიდან ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები