“შშმ ქალებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე” თემატური მოკვლევის ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაში აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ასევე, სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სადაც იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც შშმ ქალთა/გოგონათა მიმართულებით ქვეყანაში არსებობს.

“ჩვენ გავიარეთ ის საკითხები, რაც შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა მხრივ იყოს მნიშვნელოვანი, სად გვაქვს დღეს მთავარი გამოწვევა, რა სტატისტიკა არის და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შშმ. ქალებსა და გოგონებს უწყვეტი განათლება მიეწოდებოდეს. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ განათლების მიღმა დარჩენილი ასეთი პირებისთვის. ყველა ეს საკითხი, საბოლოო ჯამში, დაკავშირებული არის არა მარტო ადამიანის სწორ განვითარებასთან არამედ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი/გოგონა არის ამ სივრცეს მოკლებული, მას დამატებით არა მხოლოდ სოციალური, არამედ ჯანდაცვითი ხასიათის პრობლემაც უჩნდება”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საკითხზე მთავარმა მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ჯანდაცვის მისაწვდომობის საკითხებზე” თემატური მოკვლევის ჯგუფი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი დასკვნასა და რეკომენდაციებს ნოემბრის ბოლოსთვის წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები