გია ვოლსკი: უმრავლესობას ზალკალიანთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ექნება შეკითხვები

უმრავლესობას ზალკალიანთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ექნება შეკითხვები, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“უმრავლესობასაც რასაკვირველია ექნება შეკითხვები და ეს ეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, დავით გარეჯთან დაკავშირებით და აგრეთვე ლავროვთან მისი შეხვედრისა და მოლაპარაკებების საკითხებს. ზოგადად, იქნება დაინტერესება პროცესებით რომელიც ეხება კონფლიქტურ სიტუაციას, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან”,- განმარტა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს დღეს მოუსმენენ. “მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები