საქართველოში თურქეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოში თურქეთის საელჩო სოციალურ ქსელში შექმნილ ყალბ გვერდებს გამოეხმაურა, რომლებიც მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების, თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ მცდარ ინფორმაციას შეიცავენ.

„თურქეთის რეპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ბატონ ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქ გვერდები, სადაც პროვოცირების მიზნით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების, თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ.

გთხოვთ არ მიიღოთ სარწმუნოდ, ყალბი გვერდები ან პროვოკაციული პოსტები და დაეყრდნოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საელჩოს მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას“, – ნათქვამია საელჩოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია აღნიშნულ გვერდებზე 14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ რუკაზე, რომლის მიხედვით თურქეთი პრეტენზიას აცხადებს ბულგარეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები