სალომე სამადაშვილი: ზალკალიანთან მთავარი შეკითხვა რა თქმა უნდა ლავროვთან მის შეხვედრას შეეხება

ზალკალიანთან მთავარი შეკითხვა რა თქმა უნდა ლავროვთან მის შეხვედრას შეეხება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

“მთავარი შეკითხვა შეეხება რა თქმა უნდა ლავროვთან მის შეხვედრას, პირველ რიგში მე მაინტერესებს იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მითითება ამ შეხვედრის მოთხოვნა. გვაინტერესებს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ რატომ მისცა შესაძლებლობა რუსულ მხარეს ეს შეხვედრა გამოეყენებინა საკუთარი ინტერესებისთვის. მე მაინტერესებს ასევე, ზალკალიანის ხედვები რაც შეეხება მაგალითად ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას, რა გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ შესაბამის მომავალზე მისი ჩაშლა”-, აღნიშნა სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს დღეს მოუსმენენ.

“მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები