“პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას, კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ყველას უნდა ჰქონდეს გააზრებული ის ფაქტი, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა დანაშაულის ჩადენას არ ნიშნავს. მისივე თქმით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, დაკითხვაზე აუცილებლად მივიდოდა საგამოძიებო უწყებაშ

“მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას.
ყველას უნდა გვესმოდეს – მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის, პოზიციაა და იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.
ცნობისათვის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები