თეა წულუკიანი არჩევნებზე: როდესაც მივდიოდი გამოცდებზე, ყოველთვის მოველოდი კარგ ნიშნებს, ასე ვარ ახლაც

მთავრობის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთ კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოლოდინს, რომ “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებისთვის 60%-ს მიიღებს, თეა წულუკიანი პასუხობს, რომ იმედი აქვს არჩევნებში გამარჯვებისა და იმის, რომ მომავალი წელი “ოცნების” კიდევ ერთი წელი იქნება.

“მე როდესაც მივდიოდი გამოცდებზე, ყოველთვის მოველოდი კარგ ნიშნებს, ასე ვარ ახლაც, მგონია, რომ გაისადაც ჩვენ წარვდგებით ღირსეულად ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მათთან ერთად შევაჯამებთ იმ რვაწლიან საქმიანობას, რომელიც იყო სირთულეებთ სავსე, მით უმეტეს ოკუპაციის ფონზე, ეკონომიკური პრობლემების ფონზე და ერთად დავგეგმვათ, თუ რას გავაკეთებთ ერთად მომავალში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მომავალი წელი “ქართული ოცნების” გამარჯვების კიდევ ერთი წელი იქნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები