საქართველოს ელჩი ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზაალ გოგსაძემ ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, გორდან გრლიჩ რადმანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2020 წლის პირველ ნახევარში ხორვატიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები