თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი მუხიანის გადასასასვლელის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ავეტიკ ისაკიანის, ავშნის, ნიჟარაძის, ავალიშვილის, ნუშის, ჯანაშიას, გია რომელაშვილის, ხევძმარის, მუხიანის, მონადირეს, ვახტანგ ფირცხალავასა და ალეკო გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიისა და უცნობ გმირთა ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ირინა შტენბერგის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, სოხუმისა და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), იპოლიტოვ-ივანოვის, რომან ჭელიძის, ქერჩის, ზარზმისა და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ნადირაძისა და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო მეტალურგის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, წმინდა ბარბარეს უბნის, სერგო მელიას, ნაკადულის, ვალოდია გოგუაძის, რევაზ კვირიკაშვილის, ყიფიანის, ჯავახეთის, თამარის, შანავას, ბურჯანაძისა და წმინდა ბარბარეს ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, თვალჭრელიძისა და მშვიდობის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები