ლაშა ნაცვლიშვილი: მამუკა ხაზარაძემ, უკვე მერამდენედ, მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა

0

მამუკა ხაზარაძემ, უკვე მერამდენედ, მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” პიარკონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა, ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პოლიტიკურმა საჯარო პირმა იკადროს, ეს არის ისტორიის გადაკეთება, რევიზიონიზმი.

“მოკლედ რომ შევაფასო მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა და მისი პერსპექტივები, მან უკვე მერამდენე მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა გუშინაც, რომ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას ასეთი რიტორიკული კითხვა, რომელზეც პროკურატურა კი ცდილობს გასცეს ფაქტობრივი პასუხი და ეს კითხვაა – ამან ფული როგორ იშოვა?

თადუმაძე ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ამან ფულის გათეთრებით იშოვა ფული, მაგრამ, ზოგადად, ხანდახან ქმედება უნარშეზღუდულის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს.

მე მინდა გაგახსენოთ, ზოგადად, ისტორიის გადაკეთებას აქვს ადგილი. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პოლიტიკურმა საჯარო პირმა იკადროს, ეს არის ისტორიის გადაკეთება, რევიზიონიზმი. აგერ გერმანიაში ამბობენ, რომ ჰოლოკოსტის დროს გაზის კანონები არ ყოფილა, ამერიკაში არიან რევიზიონისტები, რომლებიც ამბობენ, რომ მთვარეზე არ დამჯდარან ამერიკელი ასტრონავტები, გაჩნდნენ ახალი რევიზიონისტები და მათში ჩაეწერა ხაზარაძე, რაც ყველაზე სამწუხაროა.

“პროგრეს ბანკის“ ისტორია რა არის, ეს არის “ქართუსა“ და “პროგრეს ბანკის“ პოლიტიკური ნიშნით შეზღუდვის ისტორია, როდესაც მთელი სახელმწიფო დაესხა თავს და ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური აქტი განახორციელა, მაშინ როდესაც აკოტრებდნენ და მაშინ, როდესაც ორ ბანკს აკოტრებდა სააკაშვილი მთელი თავისი მიტაცებული სახელმწიფოთი, სიტყვა არ ამოუღია, ხმა არ ამოუღია და დღეს ეს ბანკი იყიდა, შე კაი ოჯახიშვილო, თუ საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნავ და კანონმორჩილი ხარ, შენმა სტაფმა რომ „პროგრეს ბანკი“ შეამოწმა, იქ თუ ფულის გათეთრება აღმოაჩინა, ჯერ ეს ერთი, არაფერი უნდა გეყიდა და უნდა შეგეტყობინებინა შესაბამისი ორგანოებისთვის. ამიტომ, თუ გამოძიება და შესაბამისი ორგანოები რაღაცა ტიპის სიღრმეებში ჩავლენ, არ ვიცი, დაიწყებენ თუ არა ამის შესწავლას, მაგრამ თვითდაზიანებით პოლიტიკაში შემოსვლის კლასიკაა მამუკა ხაზარაძე“, – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი