მამუკა ხაზარაძე: საქართველოს პროკურატურა ჩემთვის ძალიან არაკომპეტენტურია

“ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურა არაკომპეტენტური უწყებაა. ხაზარაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასებაში ნათქვამია, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება ხაზარაძისა და ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა იყო, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.

“საქართველოს პროკურატურა ჩემთვის ძალიან არაკომპეტენტურია. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა. შესაბამისად თქვენ იცით, რომ საქმე არის სასამართლოში და იქ მობრძანდით და იქ გავაგრძელებთ კომენტარების გაკეთებას”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისათვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასება გაასაჯაროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები