მამუკა ხაზარაძე: ხელისუფლების განცხადება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ვადების გაგრძელებაზე არის მორიგი ტყუილი

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ვადების გაგრძელებაზე ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება არის მორიგი ტყუილი, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ვადების გაგრძელებების შესახებ, ეს არის მორიგი ტყუილი, ვადა ისედაც იყო 31 დეკემბრამდე. არანირი ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა. ეს არის მოსახლეობის და ანაკლიის გულშემატკივრების მოტყუება რომელსაც უკვე წელიწად-ნახევარია ხელისუფლება ინტენსიურად აკეთებს. 15 ოქტომბერი იყო ვადა ინვესტორების წარდგენის.

მე და ბადრი ჯაფარიძემ შეგნებულად დავტოვეთ კომპანია სექტემბერში, რათა ხელი შეგვეწყო ახალი სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორების და სახელმწიფოს შორის ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის, პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან პროექტი არის სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების მქონე. პრაქტიკულად მოხდა ინვესტორების გაყრა და ეს ნარატივი, რომ სახელმწიფო აგრძელებს ვადას, არის ზუსტად იმ სცენარის გამეორება, რასაც ისინი პერიოდულად მიმართავენ, თითქოს ჩვენ ვერ მოვიტანეთ ინვესტიაცია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

ანაკლია, საუკუნის პროექტია და თუ გვინდა რომ განხორციელდეს, ხელისუფლებას მოვუწოდებ, ნებისმიერი ამბიცია გვერდზე გადავდოთ”, – განმარტა ხაზარაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები