“ტვ პირველს” ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს

დღეიდან ტელეკომპანია “ტვ პირველს” ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს,- ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი წერს.
“დღეიდან ტელეკომპანია “პირველს” ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით. ინგა “პირველზე” იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან “რეაქციასთან” ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ !”,- წერს ვატო წერეთელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები