პოლონეთში სექსის შესახებ გაკვეთილები, შესაძლოა დასჯადი გახდეს

მასწავლებლებს, რომლებიც პოლონეთის სკოლებში სექსუალურ განათლებას შეასწავლიან, შესაძლოა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.
ამის შესახებ პოლონეთში შემუშავებულ ახალ კანონპროექტშია ნათქვამი, რომელმაც მმართველი „უფლება და სამართლიანობის“პარტიის წევრების მოწონება დაიმსახურა.
ამის შესახებ EUobserver წერს.
კანონპროექტში, რომელიც პედოფილიის არიდებას ემსახურება, ნათქვამია, რომ „მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს სექსუალური აქტივობისკენ უბიძგებენ“.
აკრძალვას შეიძლება დაექვემდებაროს ასევე სკოლებში ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
კანონპროექტს ოპოზიცია არ იზიარებს.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა იოანა შეურინგ-ველგუსმა განაცხადა, „ეს ავადმყოფური იდეაა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები