სტუ-ს მეოთხე კორპუსის უკან ცეცხლი გაჩნდა – ადგილობრივები სტუდენტების დაუდევრობაზე საუბრობენ(ფოტო)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (გეპეი) მეოთხე კორპუსის უკან, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხები, ნაგავსაყრელს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც ადგილობრივები “კვირასთან” საუბრისას აცხადებენ, აღნიშნული სტუდენტების დაუდევრობას უკავშირდება.

“სტუდენტები ხშირად ანთებულ სიგარეტებს აგდებენ, ამიტომაც ცეცხლის გაჩენის ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა, რის გამოც იძულებულნი ვართ, დახმარებისთვის 112-ს მივმართოთ”, – აცხადებს ადგილობრივი მოსახლე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები