“ტაქსის იმ მძღოლების გამოვლენა და დაჯარიმება, რომლებიც მოქალაქეებს ტაქსით არალეგალურ სერვისს სთავაზობენ საპატრულო პოლიციის კომპეტენციაა”

ტაქსის იმ მძღოლების გამოვლენა და დაჯარიმება, რომლებიც მოქალაქეებს ტაქსით არალეგალურ სერვისს სთავაზობენ საპატრულო პოლიციის კომპეტენციაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“ბერკეტი გვაქვს ის, რომ ეს ქმედება არის დასჯადი, კანონის წინააღმდეგ ქმედებაა.

ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამისი სამსახურები, ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად. როგორც სხვა შემთხვევაში დაჯარიმდნენ ადამიანები, აქაც იქნება ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება. ამას დაემატება ასევე ჩვენი სამსახურები, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება გააკონტროლონ სიტუაცია და დააჯარიმონ კანონდამრღვევები“, – განმარტა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერი კანონდამრღვევი მძღოლების გამოსავლენად, ხალხმრავალ ადგილებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე ვიდეოკამერების დამონტაჟების საჭიროებას ვერ ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები