ეკა ბესელია: დღეს არ ვარ ხელისუფლების ნაწილი, ამიტომ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ

დღეს არ ვარ ხელისუფლების ნაწილი, ამიტომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილს კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

“ეს არჩევანიც რომ შეჩერდა გიორგისთან დაკავშირებით, ეს გასაგებია, სანდოობისა და ერთგულების ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი. ამ სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით, არის გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები, ამიტომ, არ ვარ დღეს მე ამ ხელისუფლების ნაწილი და ამ პასუხისმგებლობას ამ კენჭისყრით მე არ ავიღებ”, – აღნიშნა ბესელიამ.

პარლამენტში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მთავრობის მიერ დასახელებულ კანდიდატს გრიგოლ ლილუაშვილს დღეს უსმენდნენ. სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე ლილუაშვილის კანდიდატის დამტკიცებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები