ირაკლი კოვზანაძე: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილები განიხილეს. დეპუტატებს ირაკლი კოვზანაძემ პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შემაჯამებელ გამოსვლაში მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა და თქვა რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

“კანონპროექტით 2019 წელს მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი, შენარჩუნებულია 4.5%-ის დონეზე, დეფიციტი ნარჩუნდება მშპ-ის 2.6%-ის ფარგლებში, მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში შეადგენს 44.3%. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ორივე ეს პარამეტრი, ანუ დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, შესაბამისობაშია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან“, -განაცხადა კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მლნ ლარით და 12 956.5 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გადასახდელები – 223.1 მლნ ლარით და აღწევს 13 313.1 მლნ ლარს. დაფინანსება ეზრდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს – 131 მლნ. ლარით;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – 10 მლნ ლარით;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – 25 მლნ ლარით;

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები იზრდება 130.0 მლნ ლარით;

თბილისის მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებული ტრანსფერი იზრდება 100.0 მლნ ლარით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები