დევნილები ჯანდაცვის სამინისტროში შესვლას ცდილობენ

ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსთან ვითარება დაიძაბა, დევნილები ცდილობენ შენობაში შესვლას ან მოითხოვენ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი თვეა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აფხაზეთიდან დევნილი პირების აქცია გრძელდება, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარიძე მათ არ შეხვედრია.

დევნილები ამბობენ, რომ უწყება კორუმპირებულია, რადგან უკანონოდ გასცეს ბინები.

როგორც ამბობენ, არ აპირებენ დაშლას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები