ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დასრულების პირობა წამოაყენა

თურქეთის ოპერაცია იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ ქურთების ქვედანაყოფები იარაღს დაყრიან და იმ ტერიტორიიდან გავიდნენ, სადაც „უსაფრთხოების ზონა“ უნდა შეიქმნას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, წერს Reuters.
მისი თქმით, თუ ეს პირობა არ იქნება შესრულებული, ვერც ერთი ხელისუფლება თურქეთის ოპერაციას ვერ შეაჩერებს.
ერდოღანი იარაღის დაყრას 10 ოქტომბრის საღამომდე ელოდება.
თურქეთის ლიდერის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში უკვე 1200 კვ.კმ გათავისუფლება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები