კომპანია „ჰისპანია“: ,,ამალფის’’ შამპუნები ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს არ შეიცავს

ესპანური კომპანია “QUIMI ROMAR-ისა’’ და მისი ექსკლუზიური იმპორტიორი ფირმა შ.პ.ს ,,ჰისპანიას’’ განცხადებით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“, momxmarebeli.ge -ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “ამალფის” შამპუნები და სხვა პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის დამფუძნებელმა კარლოს ბერდუნგერ ჰერნანდომ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თეა ბობოხიძემ და იურისტმა სოფო დეკანოზიშვილმა განაცხადეს.

„momxmarebeli.ge-ს განცხადებით “ამალფის” პროდუქცია შეიცავდა ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს, კომპანია “ჰისპანია” დაინტრესებულია, სამართლებრივი გზით გაარკვიოს, თუ როგორ მოხვდა ქიმიური დანამატები პროდუქტში. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა.

 

შ.პ.ს “ჰისპანიას” დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ ეს არის დაგეგმილი შავი პაირი, რადგან აღნიშნულმა კომპანიამ თავი დაიმკვიდრა ქართულ ბაზარზე.
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ, ორი ლაბორატორიის შედეგები აღნიშნავს, რომ ,,ამალფის’’პროდუქტი, რომლიც მსოფლიოს 78 ქვეყანაში იყიდება, არ შეიცავს არანაირ ქიმიურ სუბსტინციებს, ხოლო momxmarebeli.ge -ს მიერ ჩატარებული კვლევა განხორციელდა მთელი რიგი წესების დარღვევით“- განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
კარლოს ბერდუნგერ ჰერნანდოს განცხადებით, კომპანიის მიზანია, ქართულ ბაზარზე ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტები გაიყიდოს.
„შპს „ჰისპანია“ საქართველოში წარმოდგენილია 2017 წლიდან და კომპანიის ძირითადი საქმიანობაა „ამალფის“ მიერ წარმოებული პროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია. როგორც კომპანიის 100% -იანი წილის მფლობელი პარტნიორი, მტკიცედ ვაცხადებ, რომ კომპანიის მიზანია ქართულ ბაზარზე გაიყიდოს ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტები. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ „ამალფის“ ფირმასთან. ბრენდმა ქართულ ბაზარზე კარგი რეპუტაცია მოიპოვა, როგორც კარგი ხარისხით, ასევე ფასით.

„ამალფის“ ბრენდი 74 ქვეყანაში იყიდება და 2018 წელს 90 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ქართულ ბაზარზე ვარსებობთ, ჩვენმა კომპანიამ მომხმარებლების მხრიდან ნდობა და პატივისცემა მოიპოვა.

www. Momxmarebeli.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ კომპანიას მიადგა ფინანსური ზარალი. Www.momxmarebeli.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ „ამალფის“ შამპუნები შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. სტატიაში ნათქვამია, რომ „ამალფის“ შამპუნის ყოველდღიურმა გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს ისეთი სერიოზული დაავადება, როგორიცაა კიბო. ეს მგრძნობიარე საკითხი სოციალური ქსელით სწრაფად გავრცელდა, ინფორმაცია მალევე გავრცელდა სატელევიზიო არხებზე და სოციალურ მედიაში, როგორიცაა Facebook. ჩვენი მომხმარებლები და საზოგადოება, ამ ინფორმაციას უარყოფითად გამოეხმაურნენ, რის შედეგადაც კომპანიის რეპუტაცია დაზიანდა და ფირმამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიიღო.

ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა იმავე ცენტრში, იმავე პროდუქტზე, რამაც დაადასტურა, რომ „ამალფის“ შამპუნები არ შეიცავს რაიმე მავნე ქიმიკატებს”, – განაცხადა კარლოს ბერდუნგერ ჰერნანდომ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები