კალიფორნიაში ნავთობის საცავი იწვის

კალიფორნიაში ნავთობის საცავში ხანძარია. კონტრა-კოსტას ოლქის მეხანძრეები აცხადებენ, რომ ცეცხლი მესამე რეზერვუარში გაჩნდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

მეხანძრეები შიშობენ, რომ ცეცხლმა რაიონში, შესაძლოა, აფეთქებები გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები