სოფო კილაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის თანმდევ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის თანმდევ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და პარლამენტის როლზე მის გაუმჯობესებაში. ისაუბრა საპარლამენტო კონტროლზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მეშვეობით საქართველოში საპარლამენტო მმართველობა გაძლიერდა.

კილაძემ ასევე ისაუბრა “ბავშვის უფლებათა კოდექსზე” და სოციალური მუშაკის რეფორმაზე. აღნიშნა, რომ ამ ორი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკში ვიზიტს განაგრძობს. კილაძე მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეროს გენერალური ასამბლეის სამუშაო სესიებში იქნება ჩართული. ასევე დაგეგმილია შეხვედრები იუნისეფის წარმომადგენლობასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები