მარიამ კუბლაშვილი: ამ ადამიანებს უნდათ ცნობადები გახდნენ ჩემი სახელის ხსენებით
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ადვოკატთა ასოციაციის წევრ ვასილ მამულაშვილს “რუსთავი2”-თან სატელეფონო ინტერვიუში პასუხობს და ამბობს, რომ მისი სახელის ხსენებით მათ უნდათ ცნობადები გახდნენ.
ვასილ მამულაშვილმა კუბლაშვილის განცხადებებს არაეთიკური უწოდა.
“ეს განცხადებები მიმართულია პიარის და რეკლამის გაკეთებისკენ, ამ ადამიანებს უნდათ ცნობადები გახდნენ ჩემი სახელის ხსენებით, მე უკვე მივმართე მაგათზე ეთიკის კომისიას და მიიღებენ პასუხს, აუცილებლად, კანონით გაეცემათ პასუხი”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.