“დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები”

თბილისის მერი კახა კალაძე ეჭვობს, რომ “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს. თუმცა მისივე შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის კონსორციუმისთვის ვადების გაგრძელება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ამ პროექტის განხორციელება.

„გავაკეთე შეფასებები მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, რაღაც ჯანსაღი ოპონირება იქნება, მაგრამ ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას. ის, რაც მოვიდა და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს პირველივე დღიდან გვეჭორავება, გვეჭორავება ჩვენ და ეჭორავება საზოგადოებას.

რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმისთვის ვადების გაგრძელებას, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ იმის დემონსტრირება გააკეთოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის მშენებლობა და პროექტის განხორციელება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები