ნიკა მელია მიიჩნევს, რომ მას პარლამენტში მისასვლელად პროკურატურისგან ნებართვა არ სჭირდება

0

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ მას პარლამენტში მისასვლელად პროკურატურისგან ნებართვა არ სჭირდება.

მელია ასევე ამბობს, რომ აქტიური იქნება საკანონმდებლო ორგანოს მიღმაც.

“არ ვთვლი აუცილებლად, პარლამენტში მისვლისას პროკურატურა საქმის კურსში ჩავაყენო…მე, პარლამენტის წევრი, როდესაც პარლამენტის შენობაში უნდა მოვიდე, არანაირად არ ვთვლი აუცილებლად, პროკურატურა საქმის კურსში ჩავაყენო. ისევე, როგორც დღეს მოვიქეცი. მოვედი იქ, სადაც წესით და რიგით ყოველდღე უნდა დავდიოდე. როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, აუცილებლად მოვალ. ვიქნები აქტიური არა მარტო პარლამენტის შენობაში, არამედ საკანონმდებლო ორგანოს მიღმაც. ვგეგმავ, ბევრ შეხვედრას ამომრჩეველთან თბილისსა და რეგიონებში. ამას მარტივი ენით ჰქვია დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელება. არაფერი ექსტრაორდინალური აქ არ ხდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი