ელენე ხოშტარია: ანაკლიის პროექტი უკვე დაანგრიეს

ანაკლიის პროექტი უკვე დაანგრიეს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

“დღეს ანაკლიის პროექტი ჩაშლის ზღვარზეა. გუშინ გავიგეთ დამატებითი ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს გეოპოლიტიკურად არ მოსწონს ანაკლიის პროექტი. მას არ მიაჩნია, რომ ამერიკელები უნდა იყვნენ შავ ზღვაში. ეს რომ ძალიან ლოგიკური ჯაჭვის ნაწილი არ იყოს, რაც ხდებოდა ანაკლიის მიმართ, კიდევ შეიძლება, არც ღირდეს რაღაც საუბარი, ვინ ვის რა უთხრა. ძალიან ლოგიკური დაგვირგვინებაა იმ პროცესის, რაც ანაკლიის მიმართ ხდებოდა. ლაპარაკია ნიშნის მოგებით ორ თვეზე, რომ ამ ორ თვეში უნდათ, რამე ქნან. რა უნდა ქნან? პროექტი უკვე დაანგრიეს. სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ უკვე ნაჩვენებია, ამიტომ ვერანაირი ორი თვის გადავადება და ორი თვის მიცემა ამას ვერ შეცვლის, რადგან ეს პროექტი პრაქტიკულად ჩაშლილია“, – განმარტა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტრომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა, “საქართველოს მთავრობა კონსორციუმს საშუალებას აძლევს წლის ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები