არჩილ თალაკვაძე: საჭიროა, მეტი დამოუკიდებლობა მივცეთ მარეგულირებელს და მოვიყვანოთ ერთიან სტანდარტში ორივე მარეგულირებლის პროცედურები

მარეგულირებლებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილებების ისტორია, თუ როგორ ცვლიდა სხვადასხვა ხელისუფლება წევრების და კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურას, ვფიქრობ საკმარის საფუძველს იძლევა, რომ მეტი დამოუკიდებლობა მივცეთ თვითონ მარეგულირებელს და მოვიყვანოთ ერთიან სტანდარტში ორივე, რაც კეთდება კიდეც ამ ინიციატივით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის მოსაზრება, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მორგებულია კონკრეტულ პიროვნებას, არასწორია. ვინაიდან, ინიცირებული ცვლილებები მარეგულირებელი კომისიის მოქმედი თავმჯდომარის სტატუსზე არ ახდენს ზეგავლენას. მას მომავალში ეწურება ასევე წევრობის ვადაც – წევრი კი პარლამენტმა უნდა დანიშნოს.

“თქვენ ვერ დაასახელეთ ისეთი სისტემური გადაწყვეტილება ან ისეთი მოქმედება, რომლითაც მარეგულირებელმა მედია შეზღუდა მაუწყებლობაში, ან ხელოვნური ბარიერი შეუქმნა რომელიმე მედიასაშუალებას – ასეთ პოლიტიკურ შეფასებებს, რაც მოვისმინეთ, ალბათ, მეტი დასაბუთება სჭირდებოდა”, – მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები