ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის” ხელშეკრულების ვადის გადაწევა მისასალმებელია, – ასე გამოეხმაურა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას. მისივე თქმით, ახლა მოლაპარაკებების გამართვაა აუცილებელი.

“მინდა გამოვეხმაურო, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” თემასთან დაკავშირებით გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას ხელშეკრულების არშეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს არის მისასალმებელი. ვთვლით, რომ პროექტის განხორციელების პროცესში არის გარკვეული შეფერხებები, რომელიც არის ერთობლივი ძალებით გადასალახი და გადასაწყვეტი. ახლა საჭიროა ორივე მხარე, მათ შორის მთავრობაც ერთობლივი ძალებით დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და ვიმსჯელოთ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც არსებობს და ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის არის საჭირო. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება გაგრძელებული მთავრობის პარტნიორული დამოკიდებულებით. ჩვენ მზად ვართ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. არის ინვესტორებთან დაკავშირებით ნაბიჯები გადასადგმელი, დასაგეგმი და ჩასატარებელი შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინვესტორებთან. ერთობლივი ძალებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ეს ამერიკული ფონდი, რომელიც ჯერჯერობით მზადყოფნას გამოთქვამს ამ პროექტში მონაწილეობაზე, იყოს ამ პროექტში ოფიციალურად დაპატიჟებული”, – განმარტა ახვლედიანმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტრომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, “საქართველოს მთავრობა კონსორციუმს საშუალებას აძლევს წლის ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები